ია აბულაშვილი
27.08.2019

 „ბიძინა გეგიძე ღირსებული ადამიანია და ალაბთ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა გუნდში. რაც შეეხება მისი პარტიიდან გარიცხვას, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც გუნდის შიგნით ყოფილა ამაზე მსჯელობა“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი კობა კობალაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე, რომელიც საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა, შეიძლება პარტიიდან გარიცხონ.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ოთხპუნქტიან გეგმას გადაუხვია, რომელიც ითვალიწინებს სამართლიანობას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და განვითარებას. მისი თქმით, თუ მოვლენები რეალურად არ შეიცვლა და პოზიტიური პროცესები არ დაიწყო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აზრი არ ექნება.

„გავეცანი ბიძინა გეგიძის განცხადებას. მან თავისი პოზიცია გამოხატა, რომელიც გარკვეულწილად პარტიის მიმართულებებთან შეუთავსებლობაში მოდის. პირადად მასთან ამ თემაზხე არ მისუბრია, მაგრამ ბიძინა საკმაოდ ღირსეული ადამიანია და ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა გუნდში.  

„რაც შეეხება მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხს, ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დაგას და არც გუნდის შიგნით ყოფილა ამაზე მსჯელობა, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კობა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×