რეზონანსი
27.08.2019

 

ეს არის დაუსაბუთებელი, მკაცრი, უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად, 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

როგორც ადვოკატი განმარტავს, წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება იმ ფაქტს, გადაიხდის თუ არა წერეთელი გირაოს თანხას, როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, ის თავის კლიენტს მოუწოდებს, სამართლებრივი მდგომარეობა არ დაამძიმოს.

„მე, როგორც მისი ადვოკატი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც და ყველა ადამიანს, ვურჩევ, გადადგას ნაბიჯი, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს სამართლებრივი მდგომარეობა, თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთლის მიმართ დევნის დაწყებას, ამის საფუძველი საქმეში არ არსებობს", - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ავთანდილ წერეთელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ავთანდილ წერეთელი აცხადებს, გირაოს თანხას არ გადაიხდის.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×