ია აბულაშვილი
27.08.2019

 „ჯერ მხოლოდ საუბარია სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებით. რაც შეეხება გახარის პრემიერ-მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის საკითხს, როდესაც ამ კანდიდატების განხილვის საკითხი პარლამენტში დადგება, რა თქმა უნდა პირადად მე მხარს არ დავუჭერ, რადგან ასე ქვეყნის მართვა აღარ შეიძლება“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობისა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის თაობაზე.

„სექტემბერში განახლდება საპარალმენტო სხდომები. პრემიერ-მინისტრის გამოსვლას საანგარიშო მოხსენებით ჩვენ ჯერ  კიდევ ივნისში ველოდით, თუმცა გადაიდო. იმედია ახლა მაინც წარსდგება წლიური ანგარიშით, რადგან არ შეიძლება ინსტიტუტების ასე უპატივცემულობა.

„რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, ჯერ მხოლოდ საუბრებია. იმ შემთხვვაში, თუ ცვლილებები შეეხება პრემერ-მინისტრს და მის ნაცვლად წამოაყენებენ გახარიას კანდიდატურას, ასევე შს მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურას, ეს საკითხი განსახილველად პარლამენტში დადგება და მაშინ, რა თქმა უნდა, პირადად მე ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერ, რადგან ასე ქვეყნის მართვა აღარ შეიძლება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×