საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციის პარარლელურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს „როვოკაციულ ქმედებებში“ ადანაშაულებს, რაც, მათი აზრით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრი საპოლიციო პუნქტების გახსნაში გამოიხატება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება და ქართული მხარის დადანაშაულება ოკუპანტების ტაქტიკური სვლაა, რომლის მიზანიც ისაა, რომ ოფიციალური თბილისი „საზღვრის“ საკითხზე მოლაპარაკეკების დაწყებაზე დაითანხმონ.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი კი ქართულ მხარეს აფრთხილებს და ურჩევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე დაძაბულობის პროვოცირებას თავი დაანებოს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 25 აგვისტოს დილით, ძაუს რაიონის სოფელ სინაგურის მახლობლად ქართულმა მხარემ „საპოლიციო დანიშნულების“ ობიექტების მშენებლობისათვის სამშენებლო მოიედნის მოწყობა დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამ პუნქტზე ქართველი ძალოვნები სპეციალური საძილე ვაგონის განთავსებას გეგმავენ. გარდა ამისა, ასევე დაგეგმილი აქვთ ამ პუნქტის სოფელ პერევთან დამაკავშIრებელი გზის შეკეთება.
გარდა ამისა, ცხინვალის „კა-გე-ბეს“ შეშფოთებას ასევე იწვევს ზნაურის საიონის სოფელ წნელისთან დაწყებული ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა. მათივე ცნობით, ადგილზე მუდმივად იმყოფება 6-7 შეიარაღებული ქართველი პოლიციელი.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს ქმედებები პროვოკაციული ხასიათისაა, რადგანაც ამით იზრდება იმის ალბათობა, რომ ქართველი პოლიციელები „საზღვარს“ დაარღვევენ და ოსური მხარე იძულებული იქნება ისინი დააკავოს, ამას კი საქართველოს ხელისუფლება, მათი აზრით, აჟიოტაჟის ატეხვისა და დაძაბულობის ახალი კერების შესაქმნელად გამოიყენებს.
„რეზონანსს“ ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ უდასტურებს და აცხადებენ, რომ მსგავს ქმედებებს საქართველოს მხრიდან ადგილი არა აქვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმათლეს არ შეესაბამება.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ასეთი ბრალდებების დროს ძალიან რთულია ამტკიცო მართალი რომელი მხარეა. ზაქარეიშვილის განცხადებით, ძალიან ხშირად არის, რომ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია ბოლომდე არ გვაქვს. ყოფილი მინისტრის აზრით, ოსური მხარე რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა თუნდაც ამ ფორმით გაამართლოს. ხოლო სამხრეთ ოსეთი დანარჩენი საქართველოსგან მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს, რათა დიალოგის ყევლა შანსი დაიკარგოს.
„ე.წ. ოსეთის უშიშროების განცხადებები აღარავის უკვირს, რადგანაც ისინი ყველანირად ცდილობენ, რომ საქართველო ნებისმიერ რამეში დაადანაშაულონ. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა პარალელურად რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ასეთ რაღაცეებსაც იგონებენ.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ვამტკიცოთ ასეთი ბრალდებების დროს ვინ არის მართალი ან მტყუანია, მაგრამ ოსები ასეთი მითების შეთხზვაში რომ დახელოვნებულებია რიან, ეს ახალი ამბავი არაა.
„ბუნებრივია, მათ საკუთარი ქმედებების გამართლება უნდათ და რაღაც ვარიანტებს იგონებენ, რომლის შემოწმებაც და უარყოფაც ძნელია. ეს პოლიტიკაში ხშირია, ამიტომაც საზოგადოებას მუდმივად ამ ჭორებში გარკვევა გვიჭირს.
„ეს ყველაფერი დიალოგის არარსებობის შედეგია, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ოსური მხარე ცდილობს, რომ ნებისმიერი დიალოგის ფორმატი გამორიცხოს და საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ბრალდებების რეჟიმში ამყოფოს“, - აცახდებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, საქართველოს არაფერში სჭირდება ე.წ. საზღვარზე პოლიციის რაოდენობის გაზრდა და საგუშაგოების მშენებლობა, რადგანაც ეს კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს და გარკვეულ რისკებს ქმნის. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წინაშე ვალდებულება აქვს აღებული და იქ სწორედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოძრაობს. ამას კი ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საგუშაგოების გაზრდას და პოლიციელების სიმრავლეს.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის საერთაშორისო ავტორიტეტი და პრესტიჟი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ბევრად გვირჩევნია კარგი სახელი გვქონდეს ევროკავშირთან, ვიდრე იქ პოლიცია შევიყვანოთ და რუსეთისთვის სასარგებლო საქმე გავაკეთოთ. მუდმივად მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი პროვოცირება მოახდინოს და ქვეყანას საფრთხის წინაშე დავაყენოთ.
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ბრალდებები ახალი არ არის და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეების დონეზეც გაჟღერდა. არეშიძე ამბობს, რომ ოსები სოფელ წნელისის თავზე ქართველებს პოლიციის საგუშაგოს მშენებლობაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, ეს „გაღმა შეედავე გამოღმა შემოგედავებას“ პრინციპია, რადგანაც ბორდერიზაციის პარალელურად ისინი ქართულ მხარეს ოკუპაციის ხაზთან საპოლიციო ძალების გაძლიერებაში ადანაშაულებენ. არეშიძე ფიქრობს, რომ ამ გაღმა შეედავებას ტაქტიკური დანიშნულება აქვს, რადგანაც რუსეთი და ცხინვალის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველო როგორმე „საზღვრების მოწესრიგების“ თემაზე მოლაპარაკებაზე დაითანხმოს.
„რუსეთს სურს, რომ საქართველო სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. ამაზე კი წლებია, რაც ჩვენი ხელისუფლება ლეგიტიმურად თავს არიდებს. სქემა ასეთია - ჩვენ ხომ ვჩივივართ, რომ ისინი პირობით საზღვარს აქეთ გვიწევენ, ახლა ამათმა დაიწყეს, რომ ევროპელ კოლეგებთან, იგივე ჟენევის მოლაპარაკებაზე, საკითხი დასვან, რომ მოდი განვსაზღვროთ ბოლოს და ბოლოს ეს ოლქის თუ პირობითი საზღვარი სად გადის. აი, ეს არის ამ ბრალდებების მთავარი მიზანი.
„საქართველოს ხელისუფლებას კი ასეთ ბრალდებებზე რეგირება უნდა ჰქონდეს, თუნდაც ისეთი ტიპის აქტიურობა დავიწყოთ, რომ ორივე მხარის საგუშაგოების განთავსება მოხდეს. ამით კი ის პროცესი შეჩერდება, რაც დღეს ხდება.
„რეალური პოლიტიკა სხვა ტიპის მოთხოვნებს აჩენს. იმ ტაქტიკას, რასაც რუსეთი და ე.წ. ოსეთის ხელისუფლება გვიპირისპიებს, მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ვეღარ დავუპირისპირდებით. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფორმატი შევთავაზოთ და დროებითი საგუშაგოების განლაგება მოხდეს. სხვაგვარად მუდმივად ასეთი ბრალდებებისგან თავის მართლება მოგვიწევს“, - აცახდებს არეშიძე „რეზონანსთან“.