რეზონანსი
28.08.2019

 პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვანის ოპერაცია დასრულდა. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჟვანიას კლინიკის ექიმის, ნათია ვასაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

"პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია კლინიკაში. აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში. მომზადდა ქირურგიული ჩარევისთვის. ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; აღნიშნული ჭრილობები გაიკერა. ამჟამად მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მზადდება პალატაში გადასაყვანად. დღეს დარჩება და გავწერთ მაშინ, როცა მისი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ნათია ვასაძემ.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×