რეზონანსი
28.08.2019

 

ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია და ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს - ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

„მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია.

რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადატურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.

დაინახეს რომ მარტო არ არიან და დაინახეს რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.

ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია და ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს",- წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×