"სამთავრობო ცვლიებები პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება განპირობებულია ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებასთან.
"ამას სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხსიმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში და სიტუაცია ქაოსისკენ არ წავიდეს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მთავრობის შეცვლა. შსს მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი სავარაუდო კანდიტდატებად სახელდება, მოქმედი შსს მინისტრი გიორგი გახარია, უმრავლესობის დეპუტატი ოთარ დანელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.
გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 20 ივნისისი მოვლენების შემდეგ ივანიშვილი მაინც მიიღებს გადაწყვტილებას, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნოს გახარია, ეს მისი ხელისუფლების დასასრული იქნება.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გახარიასა და ღარიბაშვილის კანდიდატურებათან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა თავად "ოცნებაშიც".
"მთავრობის შეცვლა პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება უკავშირდება ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებას. ამას კი სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს და ქვეყანაში სიტუაცია ქაოსისიკენ არ წავიდეს.
"დღევანდელი ტექნიკური მთავრობა კი ამას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ოთარ დანელიაც და დავით ბაქრაძეც მიუხედავად მათი პაროფესიონალიზმისა, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფიგურები ვერ იქნებიან.
"საქართველოში, რომელიც საპარალმენტო რესპულიკაზე გადავიდა, პრემირე-მინისტრის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. პრემიერ-მინისტრს სჭირდება სხვა მიდგომები.
"იგივე შეიძლებ ითქვას მაია ცქიტიშვილზეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუშაობდა ადმინისტრაციაში და ქვეყნის მართვის სტილი იცის. ყველა ამ ოპტიმალური კანდიდატებიდან, გახარიას მეტი შანსი აქვს, მას გააჩნია კრიზისების მართვის უნარი.
"მიუხედავად 20 ივნისის ტრაგიკული მოვლენებისა და იმ დაშვებული შეცდომებისა, გახარიამ კრიტიკულ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანა ქაოსს გადაარჩინა. ანუ მას შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღებაც და გადაწვტილების მიღებაც.
"შეიძლება ამ ელემენტების გათვალისწინებით იქნეს მისი კანდიდატურა შერჩეული. ივანიშივლი გახარიას პრემიერ-მინსიტრად დანიშვნით არაფერს კარგავს, ოპოზიცია მასთან ისედაც კონფრონტაციაშია შესული.
"ექსპერიმენტების დროს წავიდა, წინ არის საპარალმენტო არჩევნები, რომელიც პირველად ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარმეოში, არჩევნების შემდეგ კი სიტუაცია ქაოსისკენ არ უნდა წავიდეს.
"ამიტომ, უნდა შეირჩენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების მშივდობიანად ჩატარებას შეძლებენ. ვფიქრობ, გახარიას და ღარიბაშვილის ტანდემი ამ გამოწვევას გაუმკლავდება.
"ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მთლიანად მთავრობა არ შეიცვალოს და შეიცვალოს მხოლოდ პრემიერი და შსს მინისტრი. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ღარიბაშვილმა კი შსს მინისტრის თანამდებობა" -განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.