(რეზონანსი)HBO-მ იტალიელი რეჟისორის პაოლო სორენტინოს სერიალის „ახალი პაპის" ტრეილერი გამოაქვეყნა. სერიალი არის პონტიფიკოსზე, რომელიც „კოლას" სვამს და სიგარეტს ეწევა.
მართალია მაყურებელი სერიალის მეორე სეზონს ელოდება, თუმცა ის თავისუფლად შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე მდგომი შოუ. სერიალში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ, ეპიზოდურ როლებში კი შერონ სტოუნი და მერილინ მენსონი გამოჩნდებიან.
სერიალის მეორე სეზონის ტრეილერში მალკოვიჩის გმირი ვატიკანში საქმეებზე დადის და აგვარებს, ეს მაშინ, როდესაც თავად რომის პაპი სანაპიროზე ბიკინში გამოწყობილ ქალებს შორის არის.
სერიალის მეორე სეზონში ცხრა ეპიზოდი იქნება, მისი პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს გაიხსნება და 7 სექტემბერს დაიხურება.
წყარო: "imedinews"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე