რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილი მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკიდან გაწერეს.

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.

პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×