რეზონანსი
29.08.2019

 (რეზონანსი) „საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ მიიწვევენ, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის" ე.წ. პარლამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

„საარჩევნო კომისიის" თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ კი განმარტა, რომ დამკვირვებლებმა უკვე შეაფასეს პირველი ტურის მომზადება და ჩატარება, ამიტომ მათ მეორე ტურის ჩატარების დროს არჩევნები ხელახლა ალბათ „არ უნდა შეაფასონ". სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების თაობაზე გადაწყვეტილებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს.

ადრე რუსმა სენატორებმა „რია ნოვოსტისთან" საუბარში არ გამორიცხეს, რომ ისინი შეიძლება ხელახლა მიიწვიონ აფხაზეთში, თუმცა დასძინეს, რომ, როგორც წესი, დამკვირვებლებს მეორე ტურზე არ იწვევენ.

ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა (24,83%) და ოპოზიციურ პარტია „ამცახარას" ერთ-ერთ ლიდერი ალხას კვიწინია (22,91%).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×