"ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ აუცილებელი იყო სამთავრობო ცვლილებები და სწორედ ამ დუეტზე, გახარია-ღარიბაშვილზე მივუთითებდი, რომ მათი ტანდემი შეძლებდა ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელებას" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.
"რეზონანსი": გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი გახარია, შსს მინისტრად კი ღარიბაშვილი.
იგორ კვესელავა: სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანი როგორც კი დაინიშნება პრემიერ-მინისტრად, მაშინვე იწყება საუბრები, რომ ის დიდხანს ამ თანამედებობაზე ვერ დარჩება. ასე იყო ბახტაძის შემთხვევაშიც, დანიშვნიდან 3 თვის შემდეგ უკვე დაიწოს ლაპარაკი იმაზე, რომ თანამდებობას მალევე დატოვებდა. ასე არ შეიძლება, ყველას უნდა მიეცეს საშუალება თავისი უნარები გამოაჩინოს; მაგამ ჩვენი მთავრობების ასეთი სწრაფი ცვლა იმაზე მიანიშნებს, რომ მდგარდი მთავრობა არ გვყავს, აკლიათ პროფესიონალიზმი და გამოცდილება.
ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვლენ პროფესიონალები და გამოცდილი ადამიანები, სულ ასე იქნება, არადა უამრავი საქმის მცდონე ადამიანია ქვეყანაში და მათი პოვნა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგამ არ მახსენდება შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედროდა ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლებს და მათი აზრი მოესმინა ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით. ამიტომაც მოგროვდა ამდენი შარახვეტია, 300 ათასმდე ადამიანია ღატაკი და პროლეტარები გაჩნდნენ ქვეყანაში. ჩვენ ტანკებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ 100 საწარმო გაიხსნებაო, 100-დან 25 მაინც ხომ უნდა გახსნილიყო, მაგრამ დაპირებები უფრო მეტია, ვიდრე ამ დაპირებების რეალურად შესრულება.
რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ საჭიროა სამთავრობო ცვლილებები და ამ დუეტზე გახარია-ღარიბაშვილზე მივუთითებდი, რომ ისინი შეძლებენ ქვეყანში რეალური ცვლილებების განხორციელებას. ახლაც ვამბობ, რომ გახარია-ღარიბაშვილის ტანდემი შეძლებს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს და ქვეყანა ქაოსისკენ არ წავიდეს.
"რ": ოპოზიცია ძალიან კრიტიკულად შეხვდა ამ ცნობას და აცხადებენ, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნიშნავს ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულსო.
ი.კ: ოპოზიციას გახარია იმიტომ არ უნდა, რომ არ მისცა საშუალება შტურმით აეღოთ პარლამენტი და ქვეყანა დაენგრიათ. უნიკალური არავინაა, მაგრამ ღარიბაშვილი და გახარია ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, მათ უკან დახევაც იციან და წინ წასვლაც. ისინი არ ითამაშებენ ოპოზიციის დაკრულზე და იმას გააკეთებენ, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება. ოპოზიციის ჭკუაზე რომ იაროს ბიძინამ, მაშინ თვითონ იქნება ოპოზიციაში. მითხარით, რას აკეთებს დღეს ოპოზიცია, მხოლოდ ხელისუთლებაში მოსვლაზე იბრძვის, ეს არის ოპოზიცია? კვირიკაშვილი რომ ცეკვავდა ოპოზიციის დაკრულზე, რა შედეგი მიიღო?
"რ": კვირიკაშვილი ისევ პოლიტიკაში ბრუნდება და დიდი ალბათობით ხაზარაძის პოლიტიკკრ გაერთიანებას შეუერთდება.
ი.კ: არც კვირიკაშვილს და არ ხაზარაძეს პერსპექტივა არ აქვთ, 5-7 კაცის პარლამენტში გაყვანა ეს არაფერს ნიშნავს. როცა დაიწყებენ საარჩევნო კამპანიას და ხალხი ჰკითხავს, რა გაკეთეთო, რას უპასუხებენ, რა გააკეთა ქვეყნისთვის კვირიკაშვილმა, ან ხაზარაძემ ხალხის სიდუხჭირე რომ შეემსუბუქებინათ, როცა ერთი პრემიერი იყო და მეორე კი ბანკირი.
"რ": ხაზარაძე ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. ექსპერტთა ვაარუდით ეს დებატები არ შედგება, ივანიშვილი არ მივა, არ მისვლა კი დამარცხებას ნიშნავსო; იზიარებთ ამ მოსაზრებას?
ი.კ: სააკაშვილსაც იწვევდნენ დებატებში, მაგრამ მივიდა? არც ბიძინა მივა და სწორიც იქნება, რით არის დღეს თანაბარ მდგომარეობაში ხაზარაძე
ივანიშვილთან, ფულით თუ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებით?! შეიძლება მართლაც აქვს ამ კაცს ისეთი პოლიტიკური ალღო და თვისებები, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, შექმნას დიდი გაერთიანება და თუ ხალხი ტაშს დაუკრავს და გაყვება, მერე გამოიწვიოს დებატებში ივანიშვილი.
"რ": ნიკა გვარამიაზე და ავთანდილ წერეთლის გადაწყვეტილებაზე რას იტყვით, არცერთ არ აპირებს გირაოს გადახდას და ამბობენ, რომ ურჩევნიათ ციხეში წავიდნენ.
ი.კ: ჯერ კიდევ აქვთ დრო გირაო გადაიხადონ, ბოლო დღეს შეიტანონ თანხა, თუ არადა დაიჭერენ; მაგრამ როგორც ჩანს, გვარამიასაც და წერეთელსაც აწყობთ, რომ დაიჭირონ, რადგან საზოგადოებას სენტიმენტები უჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელისუფლებას უპირისპირდება.
ჩემს მაგალითს გეტყვით, ძალიან ვაკრიტიკებდი შევარდნაძეს და შეიძლება დავეჭირე კიდეც, მაგრამ ჭკუა ეყო და არ დამიჭირა. ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამც ჭკუა უნდა იხმაროს, ვიდრე პროკურატურა სასამართლოში მივა მათი საქმეებით, მყარი არგმუნეტები წარმოადგინონ, რომ მერე სასამართლოს არ ჰქონდეს საფუძველი გირაო შეუფარდოს. რას ნიშნავს გარიგება? მე თუ დამნაშავე ვარ და იმ ფულს გადავიხდი, რომელიც ხალხს წავართვი გირაოთი უნდა გამომიშვან, სადაა აქ სამართლიანობა?