რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვა. ულტიმატუმის ვადა კი 30 აგვისტოს, 06:00 საათაზე ამოიწურა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×