რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ - ხოშტარიას "მგიმოში" პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია, - ასე მიმართა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა კამპანია "სირცხვილიას" წარმომადგენლებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

"ელენე ხოშტარია სად სწავლობდა? მგიმოში. სად არის მგიმო? მოსკოვში. გავრილოვი საიდან იყო? ისე საინტერესოა, გავრილოვის ჩამოსვლაზე მე არაფერი ვიცოდი. გავრილოვი ისე ავიდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მაისურებით - წარწერით "სირცხვილია" და თვალზე აფარებული ლენტებით მივიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×