რეზონანსი
30.08.2019

 (რეზონანსი) „ჩემი ცოლის დაქალების" სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე წერს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილით რუსეთის უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ვერ „ჩაახერხა" ჩვენი მოსახლეობის დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.

ქეთი დევდარიანი: - ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისთვის ოსეთი და აფხაზეთი მიზანია და არა ინსტრუმენტი, უნდა შეეშვას აზროვნებას საერთოდ. რუსეთი ყოველთვის წაგვცხებს კეფაში, როგორც კი კარგად (უკეთესად) ყოფნას გადავწყვეტთ. ორი საუკუნეა ეს ბანალური გაკვეთილი ვერ ავითვისეთ. ამ შემთხვევაში, ბიძინათი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მან ვერ ჩაახერხა საქართველოს მოსახლეობის მთლიანად დაბრუნება რუსულ ორბიტაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×