რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხორშტარია პარტის ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცებს.

"ნიუპოსტის" წყაროს ინფორმაციით, ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება პარტიაში დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა.

როგორც ცნობილია, ხოშტარია ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად სამეგრელოში იმყოფება და ისე აწარმოებს მისახლეობაში პიარ კამპანიას, რომ "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები საქმის კურსშიც არ იყვნენ.

ელენე ხოშტარიას ვიზიტი თანაგუნდელებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

"ნიუპოსტს" კულუარულად ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უცნობია როდის გააკეთებს ღია განცხადებას ელენე ხოშტარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×