რეზონანსი
31.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ცალკეულ რაიონებში 1-ელ სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება, ზღვისპირეთში 26-28 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 25-27 გრადუსია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ სექტემბერს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

2-3 სექტემბერს კი, სინოპტიკოსების პროგნოზით, უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა-ელჭექით არის ნავარაუდევი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×