თამარ შუკვანი
31.08.2019

 „სამთავრობო ცვლილებებზე უკვე დიდია ხანია მიდის საუბარი. ვინ ვის შეცვლის ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ ცვლილებები უნდა იყოს პოზიტიური შედეგის მომტანი და ეფექტური. ამ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს შედეგების გაუმჯობესება," - აცხადებს „რეზონანსთან" უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ ბიძინა გეგიძემ შესაძლოა პარტია დატოვოს. მისი წასვლის საკითხი დამოკიდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაზე.

„ჩემი წასვლა დამოკიდებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საბოლოოდ სიაზე, რომელიც პარლამენტში უნდა შემოვიდეს. თუ ეს სია ჩემთვის იქნება მიუღებელი და მისაღები უმრავლესობისთვის, დავტოვებ უმრავლესობას. ნაკლები ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ეს სია იქნება ისეთი, რომელსაც მხარს დავუჭერ," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ამასთანავე, პირველ სექტემბერს „ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. შეხვედრა საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე იმართება.

თავად დეპუტატი ამ შევხედრას არ დაესწრება. განიხილება თუ არა ბიძინა გეგიძის წასვლის საკითხი, ამის შესახებ განაცხადა, რომ „თუ განიხილება ესეც არ იქნება მოულოდნელი, თუ არ განიხილება ესეც არ იქნება რაღაც განსაკუთრებული რამის მაჩვენებელი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×