რეზონანსი
31.08.2019

 ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობითვის გასამართლებული პატიმრის შეწყალების საქმეს ეხმიანება:

"ძალიან უცნაური რამ ხდება... tv-პირველი გვიჩვენებს რაღაც, გაურკვეველ ვიდეო კადრებს, რომლის მიხედვითაც 22 წლის პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს იარაღი გაუვარდა... და რა მერე... ?!... და რა, სასამართლოს არ უნახავს ეს კადრები?!... და რა... უდანაშაულოა რახან გაუვარდა?!...

პრეზიდენტმა შეიწყალა თუ სასამართლოს განაჩენი გააუქმა?... რას გვიმტკიცებენ, რომ უდანაშაულო იყო და იმიტომ შეიწყალა? 

არცერთ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში, არ ხდება პოლიციელის მკვლელის შეწყალება! ის კი მკვლელია... 22 წლის წესიერი ბიჭის მკვლელი!

ახლა, გამოცვივდნენ ნაცები და პრეზიდენტის იდიოტური გადაწყვეტილების გამო სრულიად სამყაროს სვრიან...

ვის აუგორეს და რატომ?... ვინ შეუგდო პრეზიდენტს და რისთვის?... სად გადის ზღვარი პრეზიდენტის დაცვასა და მკვლელის გამართლებას შორის?

.... თუ შესძლებთ, პასუხები თქვენთვის მომინდია!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×