რეზონანსი
01.09.2019

 

1-ელ სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე" დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena" -ს ბაქანზე გაჩერდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა- თბილისი 12:40, ჩასვლა-Black Sea Arena-17:25; ჩასვლა-ბათუმი 18:23, გამოსვლა-ბათუმი 23:50; გამოსვლა-Black Sea Arena - 0:38, ჩამოსვლა თბილისში 5:15;

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1-ელ სექტემბერს მატარებელი №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატარებელი №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena"-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×