„ამ ინფორმაციის მჯერა და დიდი ხანია ველოდები. ივანიშვილი ხალხს იწვევს, რადგან ძალიან კარგად დაინახა საზოგადოების განწყობა 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მაინც ასეთ გადაწყვტილებას იღებს. ეს ასე არ დამთავრდება, ასეთი თავხედობა არავის შერჩება, ხალხი ქუჩაში გამოვა და პერმანენტული აქციები დაიწყება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას.
ჩარკვიანის შეფასებით, 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ გახარიას პრემიერად დანიშვნა საზოგადოებსათვის ნამდვილი გამოწვევა იქნება.
„ამ ინფორმაციის მჯერა, რადგან დიდი ხანია ველოდები. ეს კაცი ბორკილებდადებულია თავისი პატრონის, პუტინის მიერ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რაც უბრძანეს - იმას ასრულებს.
„ზოგჯერ მგონია, რომ თვითონ უნდა წასვლა, ისეთ რამეებს აკეთებს. რადგან 20 ივნისის შემდეგ ძალიან კარგად დაინახა ხალხის განწყობა. ივანიშვილი ხალხს იწვევს, მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება, არავის არ შერჩება ეს თავხედობა. ხალხი ქუჩაში გამოვა და პერმანენტული აქიები დაიწყება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.