
აშშ-ის ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში "ალ-ქაიდას" ლიდერების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მოსკოვი და ანკარა, რომლებიც ცდილობენ რეგიონში საკუთარი ინტერესების გატარებას, აცხადებენ, რომ ეს აქტი მათთან შეთანხმებული არ იყო.
ამერიკის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ოპერაცია მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ის მოქალაქეებს, პარტნიორებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
სხვა დეტალებს სამხედროები არ ასაჯაროებენ, თუმცა სხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ჯიჰადისტების საწვრთნელ ბანაკში დაიღუპა 40-მდე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ავიაციამ გუშინწინ იდლიბის ბაზარი ორჯერ დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.
წყარო: ნიუპოსტი