მსახიობი ზურაბ ნიჟარაძე, რომელიც პოპულარულ სერიალში ეგონას სიძის, მერაბ დარჩიას როლს ასრულებს, ამბობს, რომ ბათუმის ერთ-ერთ ცნობილ კარაოკეში ქართველები უმტესად რუსულ სიმღერებს მღერიან.
„ბათუმში ერთ-ერთ ცნობილ კარაოკეში ვიყავი, 70 პროცენტ რუსულ სიმღერებს მღეროდნენ ქართველები და დანარჩენს ქართულს და ინგლისურს... მე მგონია, რომ ეს ერის პრობლემაა... დემაგოგიას კი არ ვეწევი... გული დამწყდა, უბრალოდ... თან იმ დროს, როცა რუსეთი ულტიმატუმს გვიყენებს და სამშობლოს ნელ-ნელა გვართმევს... (ქართული სიმღერა ძნელია ვაღიარებ). არაფერი, უბრალოდ რუსეთი ოკუპანტია," - წერს ზურაბ ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
წყარო: ნიუპოსტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე