რეზონანსი
01.09.2019

  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, „ჭავჭავძის ცენტრის" დამფუძნებელი, იურისტი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მედიით დაანონსებულ სახელისუფლო ცვლილებებს ეხმიანება:

„მე მომწონს გახარიას გაპრემიერება. სრული სიცხადე შეაქვს სურათში: ბახტაძის პირობებში, სერიოზულად არავინ გველაპარაკებოდა, მაგრამ არსებობდა ილუზია, რომ კომიკური, მაგრამ უწყინარი - რუსეთთან „ფრთხილად მოლავირე"- ხელისუფლება გვყავდა. გახარია-ღარიბაშვილის დანიშვნა განაცხადია, რომ: (ა) ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი (არათუ არ გადააყენა, აწინაურებს); (ბ) მთავრობას გაშიფრული რუსული კადრი გაუძღვება, ძალადობისა და გაყალბების დიდი გამოცდილებით; და (გ) შს მინისტრად სუპერკორუმპირებული მონა ბრუნდება - „ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ ჭირდება", - დაწერა სოციალურ ქსელში ბიბილაშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×