რეზონანსი
01.09.2019

  (რეზონანსი) ერთი წლის წინ გურიაში, სოფელ ნატანებში 16 წლის ნატა ბოლქვაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელით მოზარდის შანტაჟი გახდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 22 წლის მ.თ. დააკავეს.

ნატა ბოლქვაძის დედა თამუნა ძნელაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა…. ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური, დედიკო, რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო… თურმე უკანასკნელად…

ნეტა, ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა… სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება…

გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ, დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით… შენ სიკვდილი გამიიოლე, ნატა, შიში მომისპე… შეგინდოს, დედიკო, უფალმა…

ჩემს მეგობრებს, ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობის გადახდა, ჩემი დაბადების დღე ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა…”, – წერს თამუნა ძნელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×