რეზონანსი
02.09.2019

 საბერძნეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას"ევრონიუსი" ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 29 სექტემბერს კუნძულ ლესბოსზე 547 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. 2016 წლის შემდეგ ეს დიდი რაოდენობით მიგრანტების 1 დღეში მიღების მე-2 შემთხვევაა.

ამიერიდან საბერძნეთი სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს და მიგრანტებისათვის ქვეყნის საზღვის გადაკვეთა უფრო რთული იქნება.

ამასთანავე, ქვეყანაში დაჩქარდება მიგრანტებისათვის თავშესაფრის მინიჭების პროვცესი და საბერძნეთის ხელისუფლება შეეცდება ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს სირიაში მიმდინარე დაპირისპირების გამო ათასობით ადამიანი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მოხვედრას საბერძნეთის გავლით ცდილობდა. ამასთანავე, მიგრანტების დიდ ნაწილს დროებითი თავშესაფარი საბერძნეთში მისცეს, სადაც ისინი მძიმე პირობებში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×