ია აბულაშვილი
02.09.2019

 "დაულაგებელი მედიასივრცე იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესში შედის, ვისაც არჩევნების მარტივად და იაფად ჩატარება აქვს გადაწყვეტილი"-ასე ეხმაურება პოლიტტექნოლოგი კახებერ ჯაყელი ქართულ მედიაში შექმნილ ვითარებას.

ცნობისთვის, "ფორმულამ" ლიცენზია უკვე მიიღო და როგორც არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, მაუწყებლობას მალე დაიწყებს; არხის დამფინანსებელი კი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იქნება.

გვარამიას დაფუძნებული "მთავარი არხი" ეთერში ტელეკომპანია "იბერიიდან" 9 სექტემებრს გავა. ექსპერტთა ვარაუდით, "რუსთავი 2"-ი "იმედის" კონკურენტი გახდება და მაყურებელს გაუყოფს. გაიზიარებს თუ არა "ტვ პირველი" "რუსთავი 2-ის" ბედს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

კახებერ ჯაყელი: პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით, სატელევიზიო ბაზარზე ჩანს ხელისუფლების მცდელობა დაიმორჩილოს გარკვეული სატელევიზიო არხები და თავის ლოგიკას დაუქვემდებაროს მთელი საინფორმაციო სივრცე.

ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, რადგან 21-ე საუკუნის მმართველობის ფილოსოფია მოითხოვს საინფორმაციო სივრცის გარკვეულწილად გავლენის ქვეშ მოქცევას.

მე ვიმყოფებოდი აშშ-ში იმ დროს, როდესაც ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღე გასული არ იყო. 100 დღის განმავლობაში ტრამპმა ძალიან აგრესიული შეტევა განახორციელა "სიენენ"-ზე, თუცმა ეს შეტევა დემოკრატიულ ჩარჩოებში იყო.

მას სურდა, ერთი მხრივ, თავისი ავტორიტეტის ამაღლება, მეორე მხრივ კი "სიენენ"-ის გავლენის შემცირება. რა თქმა უნდა, ტრამპის ქმედება წარუმეტებელი აღმოჩნდა და მათ შორის ბრძოლა როგორ დასრულდება, არავინ იცის.

იმის თქმა მინდა, რომ თუ ტრამპი ცდილობს საინფორმაცო ველის გაკონტროლებას თავისი სიდიადის მისაღწევად, საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება ტელვიზიის გავლნის მოპოვებას ცდილობს, რათა მისი უმწეობა და უსუსურობა ხალხის მიერ არ იყოს დანახული.

როგორ განვითარდება სამომავლოდ პროცესები სატელევიზიი სივრცეში, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კულუარებში უფრო მეტი ხდება, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. ფაქტია, რომ მედიასივრცეში რთული ვითარებაა.

ზოგადად, სატელევიზო ბიზნესი საქართველოში მომგებიანი არ არის, პირიქით, წამგებიანია და ყოველთვის ჩნდება კითხვა - ტელევიზიის დამფუძნებლების ინტერესებში რა შედის - პოლიტიკური თუ ეკონომიკური დივიდენდები.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ტელევიზია დაკარგავს ძველ დიდებას და დაემსგავსება ხალხისგან მიტოვებულ ქალაქს, სიცოცხლისგან დაცლილს. მისი გაკოტრება პოლიტიკურად დღეს არავის აწყობს, ალბათ რამდენიმე წელი იჩანჩალებს და იქნება უსახო ტელევიზია.

გვარამიას ტელევიზია თუ ლიცენზიას მიიღებს - შეძლებს ტემპი აკრიფოს. იგივე ითქმის კეზერაშვილის ტელევიზიაზე. "იმედს" მოუწევს ახალი სეგმენტის მოძებნა, საზოგადოების მეხსიერებაში "ნადეჟდას" სახელით რომ არ დარჩეს...

მოკლედ ასეთი დაულაგებელი სიტუაცია მედია სივრცეში იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერსში შედის, ვისაც არჩევნების მარტივად და იაფად ჩატარება აქვს გადაწყვეტილი" - აცხადებს კახაბერ ჯაყელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×