რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" ბიძინა გეგიძის ნაცვლად, ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი აბუსერიძის არჩევის თაობაზე მმართველ გუნდში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ბიძინა გეგიძემ განუცხადა, ფრაქციის სხდომა დღეს, 14:00 საათზე დაინიშნა, სადაც მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას, გეგიძე ამბობს, რომ ფრაქციის პოზიცია არის, რომ თავმჯდომარედ ირაკლი აბუსერიძე დაინიშნოს.

„ეს თემა განხილული იყო ფრაქციაში არა გუშინ და გუშინწინ, არამედ უფრო ადრე", - განაცხადა გეგიძემ. ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ გარიცხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×