რეზონანსი
02.09.2019

 (რეზონანსი) „ლარის ამ ჟამინდელ რყევაზე მარტივი კითხვა უნდა დავსვათ: „ახლა ვინ აგინა პუტინს?" - ამის შესახებ განცხადება, „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ლარი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების" პირობებში შეუძლებელია დაიწიოს უმუშევრობა, შეუძლებელია შეჩერდეს ფასების ზრდა და რამე ეშველოს ამ გაზრდილ გაჭირვებას და სიღარიბეს.

„ლარის ამ ჟამინდელ რყევაზე მარტივი კითხვა უნდა დავსვათ: „ახლა ვინ აგინა პუტინს?" ანუ უნდა გავიხსენოთ, როგორ იმართლებდა თავს ქართული ოცნება ივლისში, როდესაც პუტინის გინებით ხსნიდნენ ლარის რყევას, მაგრამ ლარის ამჟამიდელი რყევა ისევე როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლარის მდგომარეობა ზუსტად ასახავს ჩვენს გაჭირვებულ ყოფას და ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას.

ლარი გვეუბნება, რომ ქართული ოცნების პირობებში შეუძლებელია დაიწიოს უმუშევრობა, შეუძლებელია შეჩერდეს ფასების ზრდა და რამე ეშველოს ამ გაზრდილ გაჭირვებას და სიღარიბეს. ამიტომ ლარის და ჩვენი ზოგადი მდგომარეობის გამოსავალი უნდა ვიცოდეთ, რაც არის არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების არჩევა და ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანი სასამართლოს რეფორმა, დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები" - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×