რეზონანსი
02.09.2019

   (რეზონანსი) ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრელებს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მამაკაცი სასტუმროს ფასადზე, რომელიც მისი მეუღლის ოჯახის მფლობელობაშია, სარეკლამო აბრას ადგილს უცვლიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

„აბრა უნდოდა ცოტა მაღლა აეწია და როგორც ჩანს დენი არ გათიშა. პირდაპირ შიშველ სადენებთან მუშაობდა. სასტუმროს ყავს ელექტროხელოსნებიც და რატომ გადაწყვიტა თავად ამის გაკეთება, არ ვიცით“,-ამბობენ ადგილობრივები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×