რეზონანსი
03.09.2019

 ქველმოქმედი და სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:

„არ მინდა ხოლმე ასეთი ამბები გითხრათ, მაგრამ...

ეს ადამიანი თქვენც გემახსოვრებათ, სახლი გავუკეთეთ ერთი წლის წინ. ამ კარს როცა გავაღებდი ხოლმე, ოთახში ოდნავი ხმაური გაისმებოდა და შეშინებული თვალებით მარო ბებო დამხვდებოდა ხოლმე ჩამქრალ ღუმელთან. "მოხვეელ ბაბო გენაცვალოს" - მეტყოდა ხოლმე დამშვიდებული. სანამ ჯექსონა ღუმელს ანთებდა, თეთრი კომბოსტოს მწნილს ვიღებდი პარკიდან. დაინახავდა და ეშმაკურად ჩაიცინებდა - " დახეე არ დაჰვიწყებია ამ მურიანს". მერე სანამ ოთახს ვალაგებდით, თავისი გოგოობის ამბებს გვიყვებოდა, ჩვენთან ერთად საჭმელს შეჭამდა და წამოსვლისას ბაღის ბავშვივით გამოგვეტირებოდა ხოლმე

"მალე მოხვააალთ შვილო? იმ კვირაშიიი? სამშაბათსა თუ ოთხშაბათსა? მალე მოდით თქვე მამაძაღლებო, დამიღამდა თვალები თქვენი გზის ყურებაში".

აღარ დაგხვდა მარო ბაბო ახმეტაში. კარი დაკეტილია და ვეღარც შევალ ამ ოთახში ვერასდროს. ალბათ რანაირად გვნატრობდა, ზოგჯერ ხმაც მომესმება ალბათ - "სადა ხართ აქამდე თქვე მამაძაღლებო, თეთრი გიორგი გილოცამდეთ გზასა".

მარო ბაბო გარდაიცვალა ყველა ნათესავისაგან მიტოვებული და გთხოვთ, საკუთარს კი არა უცნობ მოხუცსაც ნუ გაწირავთ მარტოობისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×