რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებებით, სამოქალაქო მშვიდობა ეჭქვეშ დააყენა, მძიმე წელი ელოდება ქვეყანას.

„არაფერი მოულოდნელი. საარჩევნო შტაბი ძალოვნებში, ყველაზე სანდონი ყველაზე ბევრ ამომრჩევლიანი ადმინისტრაციულ რესურსთან.

ერთადერთი მისია რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა შეესრულებინა ძალიან მძიმე, სახელისუფლებო არჩევნებამდე ერთ წლით ადრე იყო სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა, არაკონფრონტაციული, სიძულვილისგან დაცლილი წინასაარჩევნო გარემო.

სწორედ ამის საპირისპირო არჩევანი გააკეთა!

უზარმაზარი გამოწვევა გადმოუგდო საზოგადოებას!

სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს მთლიანად ქუჩის, აქტივისტების იმედად დატოვა.

მძიმე წელი გველოდება წინ! იმედია ამასაც გაუძლებს ქვეყანა",- წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრად წარდგენის შემდეგ გიორგი გახარიამ ორი ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური იქნება, რომელიც ამ დრომდე სუს-ის ხელმძღვანელია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×