აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურმა, რომელიც 8 სექტემბერსაა დანიშნული, შესაძლოა ეთნიკური დაპირისპირების - სომხურ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე ჩაიაროს. ასეთი მინიშნება ჩანს მოქედ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხაჯიმბა თავისი მთავარი ოპონენტი ალხას კვიცინია და მისი მომხრეები სომეხი ეროვნების მოქალაქეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდება შესაძლოა რეალური იყოს, რადგანაც აფხაზეთში მცხოვრები სომხები, როგორც წესი, ყოველ „არჩევნებზე“ „სახელისუფლებო“ კანდიდატს უჭერენ მხარს და შესაძლოა ოპოზიცია მათი პოზიციის შეცვლას მართლაც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია დარღვევების ის ფაქტები, რასაც ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩენო პერიოდში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია აგრძელებს ვითარების დაძაბვას, იყენებს შანტაჟის მეთოდებს, ზეწოლას ახდენს მოსახლოებაზე და ა.შ.
ამასთან, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამგვარი რამ ძირითადად „სომხურ სოფლებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში“ ხდება.
ხაჯიმბას საარჩევნო შტაბი მიმართავს მეორე კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას შტაბს და ასევე „სამართლადამცავ ორგანოებს“, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა „არჩევნები“ ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში და არ დაუშვან ვითარების ესკალაცია.
„იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ხმას აძლევს თავისი შეხედულებებიდან და პრინციპული მოსაზრებიდან გამომდინარე, იყენებენ შანტაჟისა და ზეწოლის მეთოდებს. არსებობს სომხური სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მცხოვრებთა დაშინების ფაქტები. კერძოდ:
„გაგრის რაიონის სოფელ ალხაძიში ერთ-ერთ მცხოვრებზე განხორციელდა ზეწოლა;
„გალის რაიონში ზეწოლა განხორციელდა მოაქალაქე ლევან გოგოხიაზე, რომელმაც „ფეისბუკში“ ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ჯუმკოვიჩ ხაჯიმბას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერსაა დანიშნული და მასში ერთმანეთს რაულ ჯახიმბა და ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარიშვილის თქმით, ხაჯიმბას ეს განცხადება არის მისი სტრატეგიის ნაწილი - წინასწარ ატეხოს ხმაური და საზოგადოებას დაანახოს ოპოზიციის ვითომდა ანტისომხური განწყობები.
„ხაჯიმბას ახლა ძალიან უჭირს. ასე სამარცხვინოდ დაბალი ხმები ჯერ არცერთ „პრეზიდენტს“ არ აუღია. ამიტომ ხაჯიმბა ცდილობს ხმების მოზიდვას. ასეთი არის სომხური მოსახლეობა, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს ერთი კანდიატს, ანუ „სახელისუფლებო“ კანდიდატს.
„ხაჯიმბას ეს განცხადება არის მისი სტარტეგიიის ნაწილი - წინასაწარ ატეხოს ხმაური და საზოგადოებას დაანახოს ოპოზიციის ვითომდა ანტისომხური განწყობები.
„ზოგადად, აფხაზებსა და სომხურ მოსახლეობას შორის არის დაპირისპირება და ეს არჩევნებს არ უკავშირდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აფხაზებს ქართვლების მიმართ უფრო მეტი სიმპატიები აქვთ, ვიდრე სხვების მიმართ. არა ქართული სახელმწიფოს და ქართული პოლიტიკის, არამედ ქართვლების მიმართ, ქართული კულტურისა და ტრადიციების მიმართ. ამას მოწმობს შერეული ქორწინებებიც.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას სწორი გათვლა აქვს - ურტყამს იქ, სადაც ხაჯიმბას მეტი ხმების აღების საშუალება აქვს. არჩევნებში მიღებული წარმატების შემდეგ ოპოზიცია ცდილობს დაშალოს ეს ჯგუფები.
„წინასაარჩევნო ვითარება მარტივი არ არის და არვინ იცის, როგორ განვითარდება მივლენები. დღეს ხაჯიმბა დამარცხების ფაქტის წინაშე დგას და მის გამარჯვება დამოკიდებულია მესამე ადგილზე გასული კანდიადტის ხმებზე. ანუ ვის მხარეს წავა ანქვაბის კანდიდატის ხმები.
„ანქვაბი დღეს ჩუმად არის, მაგრამ ორივესთან ვაჭრობს. კვიცინიასთან გენეტიკური კავშირი აქვს, ორივე ოპოზიციაა, თანაც აქვს გარანტია, რომ კვიცინიას გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მიიღებს და მთავრობასაც თვითონ დააკომპლექტებს. ხაჯიმბაზე კი გაბრაზებულია, სწორედ მან ჩამოაგდო ხელისუფლებიდან. თუმცა დღეს ხაჯიმბა მზად არის ანქვაბს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზოს.
„ასეთი არჩევანის წინაშეა დღეს ანქვაბი - მხარი დაუჭიროს კვიცინიას თუ ხაჯიმბას, რომლის "პრეზიდენტობაც" რუსეთის უნდა და არ უნდა რუსებთან ურთიერთობის გაფუჭება. მაგრამ ალბათ ხაჯიმბას მიმართ გაბრაზებას არ დაივიწყებს და მხარს მაინც კვიცინიას დაუჭრეს და შემდეგ მოაგვარებს რუსებთან საქმეს.
„მოკლედ, დღეს ან ხვალ ანქვაბმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან 8 სექტემებრს არჩევნების მეორე ტური გაიმართება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილი.