„ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ღია ფორმატში ვაცხადებთ კონსულტაციებს. ვისაც სურვილი აქვს, იქნება ეს ბიძინა გეგიძე თუ სხვა, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის, რომლის წევრიც შეიძლება „ოცნებიდან“ ახლად გარიცხული ბიძინა გეგიძე გახდეს.
„4 დეპუტატი - ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი და მე უმრავლესობის დატოვების შემდეგ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვმსჯელობთ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გვქონდა სხვა დეპუტეტებთანაც, მათ შორის „ოცნების“ დეპუტატებთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
„ჯერ-ჯერობით მიდის მსჯელობა. ღია ფორმატში ვაცხადებთ კონსულტაციებს. იქნება ეს ბიძინა გეგიძე თუ სხვა დეპუტატები, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ. ეს არის ლევან გოგიჩაიშვილის პოზიციაც.
„ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 6 დეპუტატი. ჯერ-ჯერობით ვართ 4 დეპუტატი - ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გედევან ფოფხაძე და მე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.