პარლამენტის შენობასთან მორიგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. „ფეისბუქში" გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ იწევა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი მონაწილისკენ. ფოტოზე ჩანს აგრეთვე დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი. ფოტოსურათს აქიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აქვეყნებს.
„მაგინა, ხელი ამაცილა, კიდევ მაგინა, მერე აქციის მონაწილეს დაარტყა და გაიქცა! დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე," - წერს მაქარაშვილი.
ვიქტორ ჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა.
„საყვირით ყურში ჩამყიროდა. გააჩერე-მეთქი, - ვუთხარი. სამარცხვინოები თვითონ არიან, მე სამარცხვინო არაფერი მიკეთებია. გამოვდიოდით და ამ დროს დაიწყეს საყვირით სტვენა. გავაგრძელეთ გზა. იგივეს აგრძელებდნენ და საყვირი გამოვართვი... თვითონ რაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.