(რეზონანსი) მომღერალი გია სურამელაშვილი ჟურნალ სარკესთან "ინტერვიუში" ჰყვება, რომ ერთადერთ სიყვარულზე არ იყო დაქორწინებული.
- თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?
- არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია.
- სად შეხვდით თქვენს დიდ სიყვარულს?
- ერთხელ ტელევიზიაში შევედი, ეს ადამიანი დავინახე და იმ წამს დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ორივე გავშეშდით. ერთხელ მე ტროლეიბუსიდან ჩავედი და ის თავის მეუღლესთან ერთად ადიოდა.
- ორივენი დაქორწინებულები ვიყავით. ერთმანეთს რომ ვხედავდით, ვითიშებოდით. ფილარმონიას ვავსებდი, ჯაბა იოსელიანის დაცვა მემსახურებოდა, ფილარმონიიდან ფულს ვეზიდებოდი. ერთ-ერთი კონცერტის წინ საგრიმიოროს კარი გაიღო და ჩემი მეგობარი შემოვიდა, რომელსაც ეს გოგო შემოჰყვა.
ნახევარ საათში სცენაზე ვიყავი გასასვლელი, მაგრამ დავინახე თუ არა, გავითიშე. აბაზანაში შევიკეტე და ვკანკალებდი, ხელები, ფეხები წამერთვა. მეგონა, სიზმარში აღმოვჩნდი და კონცერტს ვეღარ ჩავატარებდი, რადგან ჩემს თავში ათასი რაღაც ხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისი ფეხით ჩემს საგრიმიოროში მოვიდა. გავიყინე, მოვკვდი, ტუჩები გამილურჯდა. მივხვდი, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე ერთად უნდა ვყოფილიყავით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე