თამთა ჩაჩანიძე
03.09.2019

 2020 წლიდან უკრაინის რადას დეპუტატები ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ. სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმების კანონს დღეს რადას 373-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კანონის თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან უკრაინელი დეპუტატების სისხლის სამართლებრივი დევნა რადას თანხმობის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში რომ შევიდეს, იგი მხარს დაუჭერდა.

„საქართველოშიც შეიძლება ამის გაკეთება. მემგონი არავის არ ექნება ამასთან დაკავშირებით რაღაცა დისკომფორტი, თუმცა ჯერ ამ თემაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა. თუ შევთანხმებით, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ. სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი არც არაფერში დამჭირვებია.

„დღეს დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას. ამიტომ ეს თემა ჯერჯერობით არ განიხილება, რადგან გაცილებით უფრო მთავარი საკითხებია წინ. ახლა არის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება, შემდეგ სასამართლოები, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები. ასე რომ, საკმაოდ დიდი და ტევადი სამუშაოა", - აცხადებს ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელიც რადას დეპუტატების იმუნიტეტის გაუქმებას გულისხმობს, 2017 წელს უკრაინის პარლამენტში მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×