(რეზონანსი)ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ნანუკას რჩეული ნიკოლოზ ნაყოფიაა.
მოდელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიშნობისა და ნიშნობის ბეჭდის ფოტოს აქვეყნებს, ასევე ვიდეოს, სადაც ხელის თხოვნაა ასახული.
"მადლობა ყოველი წამისთვის შეუდარებელი ხარ", - წერს ნანუკა.
ყვილის რომანის შესახებ ხმები რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გოგიჩაიშვილების და ნაყოფიების ოჯახებს საქართველოში კარგად იცნობენ. ნიკა ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. მათ ოჯახს უკავშირდება "მადნეულისა" და "კვარციტის" აქციები.
ნიკა ნაყოფია 19 წლის ასაკიდან "კვარციტის" კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი შემოსავალი თვეში 220 000 ლარს შეადგენდა, რაც ამ თანამდებობისთვის ქვეყანაში უპრეცედენტო შემოსავალი გახლდათ.
ნიკა ნაყოფიას სახელმა საქმიან წრეებში კიდევ ერთხელ გაიჟღერა მაშინ, როცა მოულოდნელად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეწილე გახდა. როგორც, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე