რეზონანსი
03.09.2019

 (რეზონანსი)ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. ნა­ნუ­კას რჩე­უ­ლი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­აა.

მო­დე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნიშ­ნო­ბი­სა და ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, ასე­ვე ვი­დე­ოს, სა­დაც ხე­ლის თხოვ­ნაა ასა­ხუ­ლი.

"მად­ლო­ბა ყო­ვე­ლი წა­მის­თვის შე­უ­და­რე­ბე­ლი ხარ", - წერს ნა­ნუ­კა.

ყვი­ლის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ხმე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბის და ნა­ყო­ფი­ე­ბის ოჯა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნიკა ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, კობა ნა­ყო­ფი­ას ვა­ჟია. მათ ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" აქ­ცი­ე­ბი.

ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან "კვარ­ცი­ტის" კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლი გახ­ლდათ.

ნიკა ნა­ყო­ფი­ას სა­ხელ­მა საქ­მი­ან წრე­ებ­ში კი­დევ ერთხელ გა­იჟ­ღე­რა მა­შინ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მე­წი­ლე გახ­და. რო­გორც, კობა ნა­ყო­ფი­ამ აღ­ნიშ­ნა, მის­მა შვილ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×