ია აბულაშვილი
03.09.2019

 „არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მმართველი გუნდი წავიდა ამ დათმობაზე და მომავალი არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეიძლება შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ისევ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არაფერი ემუქრება. ძირითადი ცვლილება არ მომხდარა - შეიცვლა პრემიერ-მინისტრი და ორი მინისტრი. ეს ხალხი ჩვენ დამტკიცებული გვყავს, მათ არაფერი დაუშავებიათ. თანაც ამ ცვლილებას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ კი ჯერ ისევ უმრავლესობაში ვართ.

„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, მაშინ პარლამენტმა უნდა თქვას, რომ „ვიშლებით“ და ეს იურიდიულად გაფორმდეს. რადგან ხელისუფლება წავიდა დათმობაზე, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„როდესაც 2016 წელს საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და სახალხო განხილვაზე დადგა, კომისიამ მთელი საქართველო მოიარა და რეგიონების მცხოვრებლები ყველან ერთ საკითხს აყენებდნენ - რომ მათ მოსწონთ მაჟორიტარული სისტემა, მომხრე არიან, ჰყავდეთ მაჟორიტერები, რადგან, ასე თუ ისე, სწორედ ისინი უგვარებენ იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ.

„ვნახოთ, კომისიაში, რომელიც საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებთი შეიქმნება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი სახალხო განხილვაზე დადაგება, რა წინადადებებს წამოაყენებს რეგიონების მოსახლეობა. თუმცა არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები შეიქმნას.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ტარდება და შერეული სისტემითაც. ანუ ყველა სისტემა მისაღებია, მაგრამ მთავარი ის არის, ვინ შედის პარლამენტში,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×