ალეკო მალხაზიშვილი „რუსთავი 2"-ზე კომედი შოუს გუნდის დიდ ნაწილთან ერთად რჩება.
მალხაზიშვილი აგრძელებს იმ გადაცემების კეთებას, რომელთა ხილვასაც მიჩვეულია მაყურებელი ამ ტელეკომპანიის ეთერში, მათ შორისაა „გვიანი შოუ", „გააცინე და მოიგე", „ფარული კონვერტი", „გააცინე და მოიგე".
როგორც ალეკო მალხაზიშვილი ჟურნალ „სარკის" დღევანდელ ნომერში აღნიშნავს, ნიკა გვარამიას და სხვა არხიდანაც ჰქონდათ შეთავაზება, მაგრამ მათი გუნდის 50 ადამიანიდან მხოლოდ 13 წავიდა, დანარჩენები კი დარჩნენ:
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და არ ვაპირებთ პოლიტიკის შეცვლას. ხელმძღვანელობისგან რაიმე სახის ზეწოლა თუ იქნება, მერე ჩვენც ავდგებით და წავალთ. დღევანდელი სიტუაცია ასეთია - იმავენაირად აგრძელებენ მუშაობას, „რუსთავი 2"-ზე რჩება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ჩვენი გუნდი აკეთებდა.
წყარო: დაიჯესტი