რეზონანსი
04.09.2019

 კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ლეჟავას ქუჩაზე მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში განახლდება წყალმომარაგების სისტემა, შეიცვლება წყალსადენის მაგისტრალური ქსელი და ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისნის რაიონის გამგეობა გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის 1.4 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეიცვლება. პროექტში კომპანია 850 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×