სექტემბრიდან განო მელითაური მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ "ალტერ ბრიჯთან" ერთად ხელოვნების სკოლას ხსნის, სადაც დაინტერესებულ ბავშვებსა და აბიტურიენტებს ასწავლიან - კინოს, მონტაჟს, სცენარის წერას, დრამატურგიას, ფოტოს, კინოს ისტორია... ბავშვები წლის ბოლოს სადიპლომო ნაშრომებს გადაიღებენ.
განო მელითაურმა „პრაიმტაიმს" გაანდო მიზეზი, რისთვისაც მას ამ სკოლის გახსნა სურს.
განო მელითაური: - დარწმუნებული ვარ ბევრი ბავშვია ისეთი, ვისაც ასეთი სტუდია სჭირდება. თბილისში ვერ ვიპოვეთ სკოლა, სადაც ჩემს 11 წლის ქალიშვილს, ტასოს მივიყვანდი და აქეთ არ მოუწევდა რაღაცების ახსნა. ბავშვობიდან არტისტულია. სარეჟისორო მონაცემებიც აქვს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ამბობს, შენ ხომ გაქვს შენი „კომბინიზონა", მე რომ შენხელა ვიქნები, ჩემი ფროდაქშენი მექნებაო. ძალიან გახსნილი გონება და დიდი ფანტაზიის უნარი აქვს. არის ძალიან დამოუკიდებელი. რეჟისურით მისი ამჟამინდელი გატაცება მინდა სერიოზულ დონეზე ავიყვანო. ამიტომაც ვაკეთებ ხელოვნების სკოლას, ტასოს ეშხით.
კოტე თოლორდავას და განო მელითაურის 11 წლის ქალიშვილმა, ტასო თოლორდავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. „სიზმარი" თელავში დასვენების დროს, ბებიას და ბაბუას მხარდაჭერით შეიქმნა.
„ვთამაშობდი და მომივიდა იდეა, რატომ არ შეიძლება ჩემი თამაში იქცეს ფილმად-მეთქი? დავხვეწე იდეა, გადავაკე და დავწერე სცენარი. მერე ბებია-ბაბუას წავაკითხე, მოგვიანებით - დედას. გამოცდილი რეჟისორები არიან და სცენარი მათი დახმარებით გადავაკეთე" - „პრაიმტაიმს" ემოციებს უზიარებს ტასო.
ფილმ-დებიუტს წარმატება მოჰყვა. ფესტივალზე „პეპელა" - 13 წლამდე რეჟისორის საუკეთესო ფილმის ჯილდო გადასცეს.
ტასო თოლორდავა: - ახალ სცენარზე ვფიქრობ და მისი გადაღება მინდა, სავარაუდოდ, ისიც მოკლემეტრაჟიანი იქნება.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე