რეზონანსი
04.09.2019

  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მეცნიერების განვითარების საკვანძო საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორის ორგანიზაცია EURAXESS -ში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, რის შედეგადაც ქართული მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქართველ მეცნიერს და ინსტიტუციას პირდაპირი წვდომა ექნება 15000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და შესაძლებლობა მიეცემათ ევროპულ სივრცეში არსებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით ისარგებლონ. საქართველომ ყველა ის პირობა და სტანდარტი დააკმაყოფილა რასაც EURAXESS"-ის წევრობა მოითხოვდა და დღეს შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ქართველი მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. EURAXESS"-ის კვლევით პროექტებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი იხარჯება. ეს ყველაფერი კი უკვე გახსნილი იქნება ქართველი მეცნიერებისთვის და ინსტიტუციებისთვის " - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×