რეზონანსი
04.09.2019

 (რეზონანსი)ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტი 28 740 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 2% კი, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ყვე­ლა სა­გან­ში გა­და­ლა­ხეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მიღ­მა დარ­ჩნენ - რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამის მი­ზე­ზი არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

AMBEBI.GE-ს რეს­პო­დენ­ტი 18 წლის გი­ორ­გია, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად უნი­ვერ­სი­ტეტს გა­რეთ დარ­ჩე­ნილ­თა იმ 2%-ში მოხ­ვდა.

"ეს ძა­ლი­ან დიდი სტრე­სია. ვფიქ­რობ იმა­ზე დიდი სტრე­სიც კი, რო­დე­საც ზღვარს ვერ გა­და­ლა­ხავ და ისე დარ­ჩე­ბი სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის გა­რე­შე. მა­შინ იცი რომ ვერ გა­და­ლა­ხე ზღვა­რი და არ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბია სტუ­დენ­ტო­ბა. ახლა კი ვუ­ყუ­რებ ჩემი ქუ­ლე­ბის ბა­რათს და გული სა­შინ­ლად მწყდე­ბა.

არ ვფიქ­რობ, რომ სულ ტყუ­ი­ლად ვის­წავ­ლე, რად­გან მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის­თვის არ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა ნამ­დვი­ლად მაქვს. ოთხი­ვე სა­გან­ში 40 და მეტი ქულა ავი­ღე, ეს ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა­ზე მე­ტია, თუმ­ცა, მა­ინც ვერ მოვ­ხვდი.

სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი კონ­კურ­სია. ქუ­ლე­ბის გა­გე­ბის შემ­დე­გაც არ შე­მიც­ვლია არ­ჩე­ვა­ნი, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი გა­და­სა­ხა­დი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ჩემი მშობ­ლე­ბი მა­ინც ვერ გა­და­იხ­დიდ­ნენ ამ თან­ხას. მე­წე­რა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ეტყო­ბა ჩემი შკა­ლი­რე­ბუ­ლი ქულა რო­მე­ლიც 2100-ია, საკ­მა­რი­სი მა­ინც არ აღ­მოჩ­ნდა. ვფიქ­რობ რომ ეს უსა­მარ­თლო­ბაა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გი­ორ­გი.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის მსგავ­სი პრობ­ლე­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 2% აქვს, რაც ციფ­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 600 აბი­ტუ­რი­ენ­ტია. სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-მ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა..

"ეს კონ­კურ­სია - გა­სულ წლებ­შიც იყო და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა... ეს მოხ­და ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვებ­ში, როცა პროგ­რა­მა­ზე მა­ღა­ლი კონ­კურ­სი იყო, ან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გაზ­რდი­ლი იყო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ სა­კუ­თა­რი ქუ­ლე­ბის გა­გე­ბის შემ­დე­გაც კი შეც­ვა­ლონ (წა­შა­ლონ, და­ა­მა­ტონ ან შეც­ვა­ლონ) მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სია და ამ გზით გა­ზარ­დონ შან­სი სხვა პროგ­რა­მა­ზე მო­სახ­ვედ­რად... ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ შე­უ­ზღუ­და­ვად აირ­ჩი­ონ ფა­კულ­ტე­ტე­ბი. რო­გორც ჩანს, ამ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სურ­დათ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა და არა სხვა პროგ­რა­მებ­ზე. რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ვერ გა­აგ­რძე­ლეს სწავ­ლა ვერც ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს სა­მი­ნის­ტრო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, და­უშ­ვე­ბენ თუ არა გა­მო­ნაკ­ლისს მე­ო­რა­დი ჩა­რი­ცხვე­ბის სა­ხით, სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს რომ ჯერ­ჯე­რო­ბით აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×