რეზონანსი
04.09.2019

 (რეზოანნსი) ირანის პროვინცია ბოიერ-აჰმადის სასამართლომ გააუქმა 22 წლის მამაკაცის და 11 წლის გოგონას ქორწინება მას შემდეგ, რაც მათი ქორწილის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელსი გავრცელდა. ამის შესახებ გამოცემა Rokna წერს.

ბავშვის მშობლების თქმით, ახალშეუღლებულები სრულფასოვან ცოლ-ქმრულ ცხოვრებას გარკვეული დროის შემდეგ შეუდგებოდნენ.

მოსამართლემ ეს ქორწინება მიუღებლად გოგონას ასაკის გამო მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მშობლები ამბობენ, რომ ქორწინება მაინც შედგება, როცა ბავშვი 13 წლის გახდება.

Twitter-ზე ქორწილის ვიდეო ირანელმა ჟურნალისტმა, მასიხ ალინეჯადმა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა ტიროდა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ფართო რეზონანსი გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×