არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ადამიანებს ოჯახის შექმნაში ხელს უშლის. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბალდებულთათვის ეს მიზეზები სხვადასხვაგვარია:
ვერძი
ვერძები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან, სავსე ჯიბეს, დრაკონისხელა ქარიზმას და ასევე სექსუალურ კონსტიტუციას. მათკენ კი ჯამბაზები, უმაქნისები და სხვა ტიპის მარგინალები მიიწევენ. ასაკის მატებასთან ერთად საუკეთესოს იღებენ.
კურო
კუროს საერთოდ არაფერი უშლის ხელს ოჯახის შექმნაში. ყველაფერი იოლია: იღებ მამაკაცს, უმზადებ გემრიელ ჩახოხბილს, საძინებელში უჩვენებ კარგ ფიზიკურ მომზადებას, ყიდულობ ბეჭედს, უკეთებ მამაკაცს თითზე, როცა სძინავს, მის პასპორტში შტამპს არტყამ და ოჯახი არის!
ტყუპები
რად უნდათ ტყუპებს ოჯახი, თუკი ბავშვებთან ჯდომა მოსაწყენად ეჩვენებათ, საჭმლის მომზადება უინტერესოა, უკანალი კი რბილი დივანის ნაცვლად დაუვიწყარ მოგზაურობებში და თავგადასავლებში ექაჩებათ? მოხუცებულობაში კი ჭიქა წყალს ენოტიც მოუტანთ, თუკი გაწვრთნიან.
კირჩხიბი
კირჩხიბს ძალიან უყვარს, როცა რაღაც ძალიან ცუდისგან შედევრს ქმნის, მერე კი სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავს მასზე. "ის" კი ხელს არასდროს სთხოვს. რატომ უნდა გაართულოს ყველაფერი, თუ ასეც კარგად გრძნობს თავს?
ლომი
ლომებს ქმარი და შვილები საერთოდ არ უნდა, მათ ერთგული მონები სჭირდებათ, ატროფირებული პირადი აზრებით. შეიძლება ოჯახის შექმნა მონებთანაც მოინდომონ ლომებმა, მაგრამ ყველა თვალში თითის ტაკებით შეახსენებს, როგორი არაჰუმანური საქციელია ეს. ლომების განწყობის გაფუჭება კი მართლაც რომ მოულოდნელობებთანაა დაკავშირებული.
ქალწული
ქალწულებს არა მარტო ოჯახის შექმნა უჭირთ, საერთოდ ხალხთან ურთიერთობაა მათთვის ძნელი. ქალწულები ფიქრობენ, რომ სხვები ზედმეტად სულელელბი არიან. ერთდადერთი ადამიანი, ვისაც ქალწული მიიჩნევს რომ ინტელიგენტი და ინტელექტუალია, მისი გამოსახულებაა სარკეში.
სასწორი
სასწორები მუდმივად ამუხრუჭებენ. ყველაზე სასურველმა და იდეალურმა რომ ჩაიმუხლოს მათ წინ და შეეკითხოს, მზად არიან თუ არა ცოლობისთვის, მანამ სასწორები გადაწყვეტილებას მიიღებენ და სანამ თანაცხოვრების ყველა დეტალს გაიფიქრებენ, ჩამუხლულ კაცს უკვე კურო მოიპარავს და დაქორწინდება.
მორიელი
მორიელებისთვის სიტყვა "ოჯახი" უცენზურო სიტყვაა, რომლის წარმოთქმის შემდეგ რამდენიმე ნაკერი აუცილებლად დაგჭირდებათ. ქალ მორიელს აკვირვებს, რატომ უნდა გიყვარდეს ერთი მამაკაცი, თუ დანარჩენები ჯერ არ გადაშენებულან? აი, აპოკალიფსი თუ გამოჩნდა ჰორიზონტზე, მაშინ შეიძლება შეათვალიეროს მამაკაცებს შორის "ის ერთადერთი", რომელთანაც ქმარს, საყვარელს, მებაღეს ან მეზობელს უღალატებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ქმარიც ჰყავთ, შვილებიც და ის საყვარელიც, რომლის მიტოვებაც უძნელდებათ. ყველა კონტინენტზე მსგავსი ეგზემპლარები არიან ისინი. მათი ერთადერთი ამოცანაა - აირჩიონ ერთი ოჯახი და შეეშვან ახლის შექმნას.
თხის რქა
როგორ შეიძლება კარიერის სიყვარულზე, ზრუნვაზე, სინაზეზე, სექსზე და ბავშვის სიცილზე გაცვლა? არ შეიძლება! – ასე ფიქრობენ თხის რქები.
მერწყული
მერწყულებს რამდენჯერაც არ უნდა სთხოვონ ხელი და გული, ყველა ჯერზე კაცებს მაინც და მაინც კაცობრიობის სიყვარულს და ქალებისადმი ნდობას ართმევენ. სამაგიეროდ, ამ მონაპოვარიდან მერწყული ქალები შედევრებს ქმნიან.
თევზები
ვის შეუძლია თევზების რბილი სულიერი სამყაროს გაგება? მით უმეტეს ფხიზელ მდგომარეობაში. ამიტომაც მგრძნობიარე თევზები წლები ელოდებიან რჩეულს, შეხვედრა კი სრულიად მოულოდნელი აქვთ ხოლმე - ფსიქიატრიულ კლინიკაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე