აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. ყოფილ ელჩს იან კელის უფლებამისილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა და დღემდე აშშ-ს ელჩის მოვალეობას საქართველოში ელიზაბეთ რუდი ასრულებს.
როგორც ცნობილი გახდა, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში ელჩად კელი დენიანის წარდგენას აპირებს, თუცმა ამ დანიშვნის შესახებ ვაშინგტონს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
კელი დენიანი კარიერული დიპლომატია და ის ამ დროისთვის აშშს საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველია. განათლებით იურისტი და ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი სამართლის განხრით. რამდენიმე წელი კალიფორნიის შტატში იურისტად მუშაობდა, იგი ასევე ფლობს ბაკალავრის ხარისხს ჟურნალისტიკაში.
კელი დენიანი 1990-იანი წლებიდან დიპლომატიურ სამსახურშია. მივლინებული იყო აღმოსავლეთ ავღანეთში, თურქეთში, ბოთსვანასა და პაკისტანში. მუშაობდა აშშ-ს საგარეო სამსახურში.
ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის აპარატში. იყო აშშ-ს ელჩის მოადგილე კოსოვოს დიპლომატიურ მისიაში, სადაც ბრიუსელის ნატოს ოფისიდან გადავიდა და პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. 2017 წლიდან კი იტალიის და სანმარინოს აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. კელი დენიანი ფლობს რამდენიმე უცხოურ ენას - იტალიურს, ფრანგულს, თურქულს.
რა მთავარი გზავნილებით ჩამოდის საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი და რა სიმაღლეზე ავა საქართველო-აშშ-ს შემდგომი თანამშრომლობა, ამის შესახებ რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაბურა.
"საქართველოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანი მოვლენაა და მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყანასთან. სპეკულიაცებს, რომ აშშ-საქართველოში ელჩს არ ნიშნავს იმის გამო, რომ უკმაყოფილოა ამჟამინდელი ხელისუფლებით, საფუძველი გამოეცალა.
"ვფიქრობ, რომ თანმშრომლობა ინტესიურად გაგრძელდება და არა მგონია, რაიმე დარამტულად შეიცვალოს. საინტერესოა ის მომენტიც, რომ ელჩი ინიშნება მოსალოდნელი არჩევნების პერიოდში. რა თქმა უნდა სხვა საკითხებიც იქნება მისი ყურადღღების ცენტრში, მათ შორის ანაკლიის პროექტი, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისი ძალიან მჭიდრო თვალთახედვის არეალში მოხვდება"- აცხადებს რეზონანსთან" ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ინიშნება აშშ-ს ელჩი, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატია.
"2 წელია საქართველოში არ არის დანიშნული აშშ-ს ელჩი, ბევრი მითქმა- მოთქმა იყო ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დიპლომატიური გამოცდილების ადამიანი ინიშნება ჩვენთან საგანეგბო და სრულუფლებიან ელჩად, რომელსაც 25-წლიანი დიპლომატური გამოცდილება აქვს და უმუშავია ცხელ წერტილებში.
"მნიშვნელოვანია, ასევე რომ მისი დანიშვნა ემთხვევა წინასაარჩენო პერიოდს, რა თქმა უნდა, იგი დაინტერედება ანაკლის პორტის პროექტითაც და სხვა მიმდინარე საკითხებითაც.
"მისი დანიშნა ასევ მიანიშნებს იმას, რომ აშშ აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან და საქართველო-ამერიკის სამომავალო ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხუზე ავა, თავის მხრივ საქართველომ უნდა დაანახოს აშშ-ს, რომ იგი გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.