„რუსთავი 2"-ზე დარჩენილ „კომედი ჯგუფს" ძველი სახეებიდან ეკა აბშილავა და თაკო აბაშიძე შეურთდნენ. განახლებულ გუნდში ვიხილავთ ქეთი ხუციშვილსაც - ლუნას „ჩემი ცოლის დაქალებიდან". არხზე დარჩენილი ნიკა არაბიძის და ვახო ბიჭიკაშვილის მისამართით მაყურებელი ნეგატიურ განწყობაზეა. რადიო ეთერში შოუმენები კითხულობდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებს, სადაც მათ მსმენელი სალანძღავ ფრაზებს უგზავნიდა. მაყურებლის დიდი ნაწილი თვლის, რომ "რუსთავი 2"-ზე დარჩენილი გუნდიც სხვებს უნდა გაჰყოლოდა. „პრაიმტაიმთან" ნიკა არაბიძე თავის პოზიციას აფიქსირებს.
ნიკა არაბიძე: - ალბათ, ვინც გვლანძღავს, ფიქრობს, რომ ჩვენ ძველებურად კრიტიკულები ვერ ვიქნებით მთავრობის მიმართ და დამოკიდებულებას შევიცვლით. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი სტილის შეცვლას, ყველაფერი ისეა, როგორც ძველებურად. დრო გვიჩვენებს.
- ვანო ჯავახიშვილს და „მთავარ არხზე" გადასულ კოლეგებს როგორ დაშორდით?
- პირადად ჩემთვის, ცუდი ფაქტი მოხდა, ეს გაყოფა მტკივნეულია. სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენს ამ გადაწყვეტილებას, მეგობრული ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია.
- როგორ მიიღეთ გუნდში ქეთი ხუციშვილი?
- ქეთის დიდი ხანია ვიცნობთ და ჩვენთან ადაპტირება არ გაუჭირდება. საკმაოდ დაჯილდოებულია იუმორის ნიჭით. მისი აქ ყოფნა ჩვენც წაგვადგება და მის სამომავლო კარიერასაც.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე