რეზონანსი
05.09.2019

  როგორც „ნიუპოსტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გამოძახება იყო ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში, უწყების ცნობით, იყო მცირე ხანძარი და დაკვამლიანება. უწყების ცნობით, მაშველებს ადგილზე გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

„ნიუპოსტს" ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ქალს სახლში თავს დაესხნენ, მოკლეს და მკვლელობის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს. ქალს თავის არეში ჭრილობა აღენინება. ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა სახლი გაძარცვული. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

როგორც ნიუპოსტს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ნიუპოსტი

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×