რეზონანსი
05.09.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის შეწყალება.

ასე უპასუხა ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.

„ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ვისაც აქვს ჩადენილი, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მით უმეტეს, პოლიციელის მკვლელის. ეს ჩემთვის მიუღებელია", - განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×